LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“ – კულუმბეგოვი

1225
ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე.

მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.

„ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან – სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვი: ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტოები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას

მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში: ბიძინა კულუმბეგოვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g