LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტოები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას

250
ბიძინა კულუმბეგოვი

„ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს წინასწარ თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ექსპერტების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება მომავალში ექიმთან კომუნიკაციის აწყობა.

„პირველადი რგოლისთვის დიდი რაოდენობით მიმართვიანობის პირობებში, ყველა უნდა შეეცადოს, რომ დაიჭიროს თადარიგი. დადექით თქვენს ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, გააკეთეთ პირველადი კომუნიკაცია და მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები. თუნდაც, ონლაინ კლინიკას დაუკავშირდით თავიდანვე, რათა მერე უფრო მარტივი იყოს თქვენთვის მათთან კომუნიკაციის აწყობა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, გადატანილი ინფექციის მქონე აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ ისევ დაავადდნენ, რისკის ქვეშ არიან ორჯერადად აცრილებიც, ყველაზე დაცულები კი „ბუსტერ“ დოზით აცრილები იქნებიან.

„არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩება ამ ტალღას. გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც სამწუხაროდ, მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად „ბუსტერული“ დოზით აცრილი ადამიანები არიან დაცული.

საქართველოში მათი რიცხვი სამწუხაროდ 100 000 -ს არ აღემატება. ძალიან ვთხოვთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი თვე და მეტი პერიოდი ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ მესამე დოზა, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და ამით გექნებათ 80%-იანი გარანტია იმის, რომ მძიმე დაავადება არ განგივითარდებათ,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და საწოლფონდის მობილიზება. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმ რისკებს, რომელიც „ომიკრონის“ ტალღასთან დაკავშირებით არსებობს მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც.

„ეს არის გარდაუვალი მეექვსე ტალღა. რასაკვირველია ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობის რისკები „ომიკრონთან“ მიმართებით მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ შემცირებულია, შეიძლება მარტივად ითქვას, განახევრებული, მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას, როცა 42 000 ადამიანი გვყავს აქტიური შემთხვევა, 4000- მდე ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალში მოთავსება ანუ 10%, „ომიკრონთან“ მიმართებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება მინიმუმ 5% და არა მეტი, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ თუ დროის მცირე მონაკვეთში დაგროვდება 100 000 და მეტი პაციენტი, ეს 5% ძალიან დიდი რაოდენობით ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ადამიანში გადაითარგმნება.

ამიტომ ძალიან სერიოზული მზაობა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას ერთი მხრივ საწოლფონდის მობილიზების და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით და პირველადი რგოლი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდა,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაბუნია: იმატებს იმის შანსი, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება… სკოლას შეზღუდვები ყველაზე გვიან უნდა შეეხოს – გამოსავალია მასწავლებლებისა და პერსონალის ვაქცინაცია

კლინიკების ნაწილი, რომელიც კორონავირუსს ჰიბრიდულ რეჟიმში მართავდა, კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებს: თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ამგვარი

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება – თამარ გაბუნიას განმარტება

 

magti 5g