LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში: ბიძინა კულუმბეგოვი

826
კოვიდი ბავშვებში

„ბავშვებში არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და დასძინა, რომ მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა სკოლაში.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ვითარებას კარგად მართავდა არდადეგებამდე და ამავე რეჟიმში სკოლების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება.

კულუმბეგოვი: ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტოები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას

„სამწუხაროდ რისკი (ბავშვებში გავრცელების) არსებობს, რადგან აუცრელი პოპულაციის ნაწილია, ბუნებრივია 12 წლამდე აცრას ვერ ვიყენებთ, იქ არის ყველაზე დიდი არეალი და გასაქანი სწრაფი, ელვისებური და ხანძრისებური გავრცელების მქონე პოტენციის ვირუსისთვის.

ამიტომ, მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა, ჩვენ ვიცით ეს პრობლემები არსებობს, როცა მშობელს ბავშვის სახლში დატოვების პრობლემა აქვს, ამიტომ შევეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

მეტ-ნაკლებად განათლების სამინისტრო ამას კარგად მართავდა არდადეგებამდე, წინა პერიოდში, ჩვენ ამას ვხედავდით, სადაც ფიქსირდებოდა, იქ იხურებოდა კონკრეტული ჯგუფები, თუ საჭირო იყო სკოლის გამოთიშვა ხდებოდა სასწავლო პროცესიდან, ამიტომ ამ რეჟიმით ვფიქრობ, შესაძლებელია სკოლების ფუნქციონირება,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.

გაბუნია: იმატებს იმის შანსი, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება… სკოლას შეზღუდვები ყველაზე გვიან უნდა შეეხოს – გამოსავალია მასწავლებლებისა და პერსონალის ვაქცინაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g