LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ ამ დეტალებს არ გაარკვევთ, შეიძლება, შეძენილი ბინიდან ხალხის გამოსახლება მოგიწიოთ” – რა რჩევებს გაძლევთ იურისტი უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს

35
ეკააა

ბინის შეძენისას წარმოქნილი პრობლემები, რა შემთხვევაში შეიძლება პრობლემა შეგექმნათ, თუ გაქირავებულ ბინას ყიდულობთ, რამდენად სანდოა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია მესაკუთრეების შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი, გავარკვიოთ, იყო თუ არა ამ ბინაზე სასამართლო დავა დაწყებული. ამ თემებზე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” იურიდიული მომსახურების ცენტრ “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი ეკა ლომიძე გვესაუბრება.

– პირველი და მთავარი რა არის, ბინის ყიდვისას გასათვალისწინებელი,

– უნდა დავიცვათ მთელი რიგი პროცედურები, რომ არ მივაკითხოთ მერე ადვოკატს და სადავო არ გახდეს. ჩვენ არაერთი საქმე გვაქვს, რომელიც უკვე გართულებულია, ამიტომ კარგი იქნება, ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. როცა შევარჩიეთ უკვე სასურველი ბინა, ვიწყებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის შეგროვებას. სრულიად უფასოდ შეგიძლიათ გადაამოწმოთ დოკუმენტაცია, ვინ არის მფლობელი ან სხვა ნიუანსები. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, ხომ არ არის ბინა დაყადაღებული, ან ხომ არ იყო მანამდე და რა ტიპის დავა წარმოებდა. შესაძლებელია 2-3 წლის წინ იყო გარკვეული დავა, რომელიც იმ მომენტშიც გრძელდება. ანუ ყადაღა შეიძლება არ ჰქონდეს ბინა, მაგრამ დავა გრძელდებოდეს. მნიშვნელოვანია მესაკუთრის გადამოწმება. ხომ არ აქვს მას რაიმე საგადასახადო დავალიანება. გადაფორმებისას შეიძლება პრობლემა გაჩნდეს.

– დავუშვათ საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ, იქ არაფერი ფიქსირდებოდეს, არც დავა, არც სხვა ტიპის პრობლემა, შეიძლება, რომ მაინც პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ,  

– კი, შესაძლებელია. ამონაწერით ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იყო დავა იმ ბინაზე, ამიტომ ეს ადამიანი ჩაება ამ პროცესში, აიყვანა ადვოკატი და ა. შ. კარგი იქნება, წინა დოკუმენტაციაც გადავამოწმოთ და ვნახოთ, მხოლოდ იმ მომენტში საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციას რომ არ დავეყრდნოთ. რთულია, როცა მყიდველი არ მიდის, არამედ მაკლერი ნახავს ბინას, შეარჩევს, მერე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სხვა ბინა იყოს გაყიდული და რეალურად სხვა გადაუფორმეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ავიღოთ ამონაწერი და ბინის სანახავად წასულებმა შევადაროთ შემთხვევა თუ არა ფართი, სართული და ა. შ. ასევე ადგილზე რომ მივალთ, ვნახოთ, ვინმე ხომ არ ცხოვრობს

– ანუ როცა გაქირავებულს ჰყიდის ?

– დიახ, რამაც შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას. ანუ ჩვენ რომ არ მოგვიწიოს გამოსახლება. ან ვინმე ხომ არ არის ბინაზე, ვისაც რაიმე უფლება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g