LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ამას კითხულობ, ღვინო მომიტანე“ – 62 წლის მადონა ჯო ბაიდენის გამარჯვებას „მხიარული წინდებით“ აღნიშნავს

81
safe-image

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მთელი საარჩევნო კომპანიის განმავლობაში ბაიდენს მსოფლიო ვარსკვლავების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი გამარჯვება სხვადასხვა ცნობადმა სახემ თავისებურად აღნიშნა. აი მაგალითად, ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი  ქუჩაში პიჟამით გაიჭრა და Childish Gambino-ის ჰიტზე, This is America ენერგიული ცეკვა დაიწყო.  51 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა კი სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, არტისტმა საკუთარი არჩევანი ღიად დააფიქსირა და თქვა, რომ მხარს ჯო ბაიდენს უჭერს.

ბაიდენის გულშემატკივრებს შორის ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავი, 62 წლის მადონაცაა. მან „ინსტაგრამზე“ ფოტობი გაავრცელა, სადაც ვარდისფერი, „მხიარული წინდებით“ პოზირებს.

 „თუ ამას კითხულობ, ღვინო მომიტანე“ – წერს მადონა და აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვებას ჯერ კიდევ აღნიშნავს.

 

View this post on Instagram

 

My Prayers Were Answered……????? #bidenharris

A post shared by Madonna (@madonna) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები