LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არაფერი არ გამოვა: გიორგი გახარია

55
912babbcca4ec89f25aa4e7e36017c7d-XL

“თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე არაფერი არ გამოვა”,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრივილეგირებულობა ქვეყანაში არ უნდა იყოს.

“ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფო არის პირველი და მე ვარ მეორე – არ გამოვა არაფერი. აქედან იწყება ყველაფერი ცუდი. მერე ამბობ „ჩემი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, შვილი“… ღირსეული ნიჭიერი ადამიანები აქ იკარგებიან.

ახლა, მე შეიძლება ცოტა პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ეს არის. სანამ ჩვენ არ გავიგებთ, რომ თუ პირველ რიგში, ნიჭი, ტალანტი და შრომისუნარიანობა არ დაფასდა და თუ ამას ცოტა სხვანაირად მივუდექით არაფერი არ გამოვა. მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქვეყანა კი მიდის წინ, მაგრამ, ისე ნელა მიდის, რომ არ გვაწყობს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g