საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მიიღო. ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, აღნიშნული წერილი გამოაქვეყნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ამას თვითონ გააკეთებს.
“საუბარია იმაზე, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სანქციების რეჟიმის დაწესებაზე. დღეს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ, საქართველოს ყველა მოქალაქე, უფრო გაღარიბებულია ვიდრე გუშინ იყო. მსგავსი განცხადებების ფონზე არასოდეს არ განხორციელდება უცხოური ინვესტიციები.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მიღებული აქვს ამერიკის სენატისგან ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დღის ბოლომდე ეს კომუნიკაცია გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთეთ” – აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არსებულ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, კრიზისი გაღრმავდება.
“ვაშინგტონიდან ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებს და საქართველოს მეგობრები ელიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს”- ამბობს სამადაშვილი.
საქართველოს ხელისუფლებას ღიად უკვე ექვსი კონგრესმენი საყვედურობს.ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, კიდევ ერთ წერილს რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს.
“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე” – ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება.
"სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება" - ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას
სანამ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს წერილებით არ ესაუბრებიან, ვაშინგტონიდან კიდევ ერთი მწვავე წერილი მოდის, სადაც ახლა უკვე პირდაპირ სანქციებზეა საუბარი. “ამ ნეგატიური ტრენდის გამო, რაც მე ამ წერილში აღვწერე და იმის გამო, რომ ვცდილობთ, ეს შევცვალოთ, სანქციების დაწესების მოთხოვნა იზრდება. მე შევუერთდი კონგრესმენების ამ მზარდ რიცხვს აღნიშნულის მოთხოვნაში“, – წერს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი. ის […]