LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვი იზრდება შიშში, ის სწავლობს რომ ყველაფრის უნდა ეშინოდეს!“ – ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი ბავშვთა აღზრდის ოქროს წესზე

189
ნინო კანდელაკი

ბავშვთა აღზრდის ოქროს წესის შესახებ საუბრობს ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი. სპეციალისტი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ბავშვი შიშში არ უნდა იზრდებოდეს.

ფსიქოთერაპევტის თქმით ბავშვის დაშინება კატეგორიულად არ შეიძლება.

„თუ ბავშვი იზრდება შიშში, ის სწავლობს რომ ყველაფრის უნდა ეშინოდეს.

არაფრით არ შეიძლება, რომ რაღაცით დავაშინოთ ბავშვები. სხვადასხვა ვარიანტებს იყენებენ ხოლმე მშობლები, მაგალითად ადრე იყო ხოლმე, რომ „გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს“, „პოლიცია მოვა და დაგიჭერს“ ან „ჩაგაბარებ უპატრონო ბავშვთა სახლში“, „მე წავალ სახლიდან და დარჩები მარტო“…

მრავალი ვარიანტია, როდესაც მშობლები აშინებენ ბავშვებს. ეს კატეგორიულად არ შეიძლება! არაფრით შევაშინოთ ბავშვი!

მხოლოდ ვესაუბროთ მეგობრულად, გასაგები ენით, რადგან ყველაფერი ესმის ბავშვს ყველა ასაკში თუ მისთვის გასაგები ენით დაველაპარაკებით მეგობრულად. ის იგრძნობს მიმღებლობას, სიყვარულს, მხარდაჭერას…“ – ამბობს ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი.

@reformer333 ბავშვთა აღზრდის №2 ოქროს წესი- თუ ბავშვი იზრდება შიშში, ის სწავლობს რომ ყველაფრის უნდა ეშინოდეს! – ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი #რეფორმატორი #შენირეფორმებისდროა #ცვლილებებიიწყებაშიგნიდან #ცვლილებებისდროა #17ოქროსწესი ♬ original sound – REFORMER•რეფორმატორი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g