აუგებენ თუ არა წესს თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს ჯერჯერობით უცნობია.
იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, სასულიერო პირები ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.
თუ დადასტურდა, რომ ბავშვმა თავი მოიკლა, მას წესის აგების გარეშე დაკრძალავენ.
თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, რომ თუ მოზარდმა თავი მოიკლა, მას წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.
“არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.
11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა,”-განაცხადა მეუფე გიორგიმ “რუსთავი 2-თან.”
თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.
“მამაჩვენი არ ძალადობდა, შვილს არ მოკლავდა, “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა” – 11 წლის ბიჭის და
მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა
“ის სამი და რატომ არ უვლიდა მიტოვებულ 11 წლის ძმას? ან სამეზობლო ეხლა რომ მირბიან ყვავილებით! რამ გაყინა ეს ხალხი?”