უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „თუ უკრაინა დასავლეთისგან იარაღს არ მიიღებს, ნიჩბებით იბრძოლებენ, რადგან ეს არის ომი მათი გადარჩენისათვის“. მისივე განცხადებით, რაც მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ეს დახმარება ქვეყნისთვის.
დმიტრო კულებას განმარტებით, უკრაინას რუსეთზე ბევრად ნაკლები იარაღი აქვს და „ომს ასეთი დისბალანსით ვერ მოიგებენ“.
„უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს. თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არის ომი ჩვენი გადარჩენისთვის.
რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“, – აღნიშნა კულებამ.