LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ამ დრომდე დამნაშავეები არ დაისჯებიან, სხვა სახელმწიფოს ლიდერებს ჩავრევ” – მაჩალიკაშვილი

a83733b-e1543151135524

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლოციას მადლობა გადაუხადეს. საპატრულო პოლიციას რუსთაველის გამზირზე კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რომლის ერთ მხარეს შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობდა, მეორე მხარეს კი ირმა ინაშვილის აქციაზე მიმავალი მოქალაქეები თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებოდნენ.

შვილმოკლული მამები ამბობენ, რომ პარლამენტის წინ მანამ იდგებიან, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

თემირლან მაჩალიკაშვილის თქმით, ის ხელისუფლებას დროს 26 რიცხვამდე აძლევს. ეს ის თარიღია რა დროსაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

“თუ ამ დრომდე დამნაშავეები არ დაისჯებიან, უკვე სხვა სახელმწიფოს ლიდერებს ჩავრევ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის დასრულებისას.

კითხვაზე თუ ვის გულისხმობს, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს მისი საქმეა.

mazda magti 5g