LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ეს იქნება ძალადობრივი ფორმა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება: ომბუდსმენი “პრაიდ კვირეულზე”

44
a710003c17c84b4b4d5e746773da671f-XL

“ჩვენ ვხედავთ მუქარის შემცველ მესიჯებს გარკვეული აგრესიული ჯგუფების მხრიდან, მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა მშვიდობიანი ფორმით”,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “პრაიდ კვირეულთან” დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება.

მისი თქმით, პრაიდის მონაწილეებს და ორგანიზატორებს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი სათქმელი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პრევენციული ნაბიჯები გადაიდგმება და ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება.

„ჩვენ ვხედავთ მუქარის შემცველ მესიჯებს გარკვეული აგრესიული ჯგუფების მხრიდან, მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს იქნება ძალადობრივი ფორმა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. იმედი მაქვს, რომ ის წინასწარი ღონისძიებები, რაც ახლა მიმდინარეობს, მოგვიტანს შედეგს, გადაიდგმება პრევენციული ნაბიჯები და ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g