LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ გათხოვება გინდა, ნუ გაატარებ დროს მარტოხელა, დაუკმაყოფილებელ ქალებთან” – საუკეთესო ფრაზები სერიალიდან ,,სექსი დიდ ქალაქში” –

769
FORTUNA. GE (2)

,,სექსი დიდ ქალაქში” მრავალი ქალბატონის საყვარელი სერიალია, რომლებიც პირველივე ეპიზოდიდან აქტიურად ერთვებიან კერი ბრედშოუს, სამანტა ჯონსის, მირანდა ჰობსის და შარლოტა იორკის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 1998 წლის 6 ივნისს გამოვიდა, მას თავისი აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

გთავაზობთ საუკეთესო ციტატებს სერიალიდან:

,,ადამიანები კაზინოებში იმიტომაც დადიან, რატომაც პაემნებზე – ბრმად. ისინი ჯეკპოტის მოხსნას იმედოვნებენ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მთელ ფულს აგებ და ბართან მარტო, მოწყენილი ჯდები” – კერი.

,,ყველაზე დიდი ბედნიერება ისეთი ადამიანის პოვნაა, რომელიც ისეთს შეგიყვარებს, როგორიც შენ გიყვარს საკუთარი თავი”, – სამანტა.

,,დღეს ცოტათი უფროსი და ბრძენი გავხდი, თანაც აღმოჩენა გავაკეთე. კუდიანი ზღაპრიდან ,,ჰენზელი და გრეტელი” უბედური ქალია: წარმოიდგინეთ, მან თავისი ოცნების სახლი ააშენა, შემდეგ კი ორი ადამიანის მსხვერპლი გახდა” – მირანდა.

,,თუ გათხოვება გინდა, ნუ გაატარებ დროს მარტოხელა, დაუკმაყოფილებელ ქალებთან”, – მირანდა.

,,ზოგიერთი ქალი იმისთვის არ არის შექმნილი, რომ გადაარჩინონ. ზოგი იმიტომ არსებობს, რომ თავისუფალი იყოს იქამდე, ვიდრე არ შეხვდება ისეთ ადამიანს, ვისთანაც გაიზარებს თავისუფლებას”. – კერი

,,ყოფილ საყვარლებს ყოველთვის ერთგვარი შეჯიბრი აქვთ და მას ეწოდება ,,ვინ მოკვდება უბედური” – სამანტა.

,,რაიმე სახის დამოკიდებულებისაგან რომ გათავისუფლდე, იგი სხვა, უფრო ძლიერი დამოკიდებულებით უნდა ჩაანაცვლო” – კერი.

,,საბოლოოდ კომპიუტერები ფუჭდება, ადამიანები კვდებიან, ურთიერთობები წარსულში რჩება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ღრმად ჩასუნთქვა და გადატვირთვაა” – კერი.

,,ურთიერთობები ყოველთვის იმისათვის არ არის, რომ ადამიანები გააბედნიეროს” – სამანტა.

,,ფეხით მოსიარულე ყურადღებას მხოლოდ იმ ავტობუსს აქცევს, რომელიც მას დაეჯახა” – სამანტა.

,,იქნებ მართლები ვიყავით, როდესაც ნაკლებს განვიხილავდით და ბევრს ვკოცნიდით?” – კერი.

,,კაცს უნდა ეყოს კეთილშობილება და გამბედაობა ქალისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ნახვა აღარ სურს” – კერი.

,,ადამიანის დასავიწყებლად საჭიროა გავიდეს იმ დროის ნახევარი მაინც, რომელიც მასთან ერთად გაატარეთ” – შარლოტა.

,,პრინცი არ გამოჩენილა. ფიფქიამ თვითონ გადმოაფურთხა ვაშლი, ადგა, სამსახურში წავიდა, დაზღვევა მიიღო და ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა” – კერი.

,,დროა ყველაფერი ჩავიწერო და კარგად გამოვთვრე” – სამანტა.

,,ჩავიცვამ იმას, რაც მინდა და გავაკეთებ იმას, რაც მინდა იქამდე, ვიდრე სუნთქვას და მუხლებზე დადგომას შევძლებ.” – სამანტა.

,,ამბობენ, რომ საპირისპირო მუხტები ერთმანეთს იზიდავს, თუმცა არავინ ამბობს, რამდენი ხნით”. – კერი.

,,ფული იქ უნდა იყოს, სადაც ჩანს. უფრო კონკრეტულად კი ტანსაცმლის კარადაში” – კერი.

,,ელექტრონული ფოსტის არ მჯერა. მე ძველ ტრადიციებს ვემხრობი. დარეკე და დაუკიდე ყურმილი”.- კერი.

,,იქნებ წარსული ღუზაა, რომელიც ფსკერისკენ გვექაჩება? იქნებ აუცილებელია გაუშვა ის,ვინც იყავი, რათა გახდე ის, ვინც იქნები?”- კერი.

,,უცხოების აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან არავინ იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა.” – სამანტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g