LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გსურთ, რომ ძლიერი შვილები გაზარდოთ, შეწყვიტეთ ამ 5 რამის თქმა

10748
5cf52b8411e20506e27a8ed3

თერაპიის კაბინეტში ერთხელ მამა თავის 8 წლის შვილზე ამბობდა: „ვამაყობ, რომ ის ასეთი ძლიერია, მას ერთხელაც არ უტირია, როცა ბებია გარდაეცვალა“.

ეს შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ბავშვის ემოციების გამოხატვის უნარი დამახინჯებული. მიუხედავად მამის კეთილი განზრახვისა, ამ შემთხვევაში, მისი სიტყვები ზიანის მომტანია. იმიტომ რომ ეს არის ცუდი მესიჯი ბავშვისთვის.

სინამდვილეში, რომ იტირო შეიძლება უფრო მეტი გამბედაობა დაგჭირდეს, ვიდრე ჩუმად ყოფნისას. „გონებრივი ძალა“ გულისხმობს, ჩვენი ემოციების ზუსტად გამოცნობას და ასევე იმის ცოდნას, თუ რა გზებით გამოვხატოთ ისინი – მაგალითად ვიტიროთ, თუ სევდიანები ვართ.

მშობლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. თუ ფრთხილად არ ხართ, შეიძლება შვილებს გაუგზავნოთ ისეთი მესიჯები, რომლებიც არაჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებისაკენ უბიძგებს მას და საბოლოოდ გაანადგურებს მის გონებას, ეს კი ხელს შეუშლის მას საკუთარი თავის პოვნაში.

ხუთი რამ, რაც არ უნდა უთხრათ ბავშვს, თუ გსურთ, რომ ისინი გონებრივად ძლიერები იყვნენ.

  1. „არა უშავრს, არაფერია“

თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ ფორტეპიანოს გაკვეთილის გამო ღელავს ან გეუბნებათ, რომ მისი მეგობარი მასზე ნაწყენია. არ გაუკეთოთ მინიმალიზება მის შეშფოთებას სიტყვებით – „არა უშავრს, არაფერია“

იცოდეთ, რომ ეს მისთვის დიდი რამეა. ბავშვი ცდილობს, გითხრათ, რომ მას საკუთარი ემოციების გამკლავებაში დახმარება სჭირდება.

გაიზიარეთ მისი ემოციები, და მიეცით მას ძალა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს სტრესის გარეშე.

2„შეწყვიტე ტირილი“

ტირილი დანაშაული არ არის. ის ემოციების გამოხატვის ჯანსაღი საშუალებაა.  მოზრდილები, რომლებიც ტირილის გამო ბოდიშს იხდიან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასე ასწავლეს -„ტირილი ცუდია“.

თუ თქვენი შვილი შუაგულ მაღაზიაში უმიზეზოდ ყვირის და ტირის თქვენ უნდა მოუწოდოთ, რომ შეარჩიოს სწორი საქციელი და არა ემოცია გაუკონტროლოთ.

3. „შენ ყველაზე ჭკვიანი ბავშვი ხარ მთელს სკოლაში“

თუ თქვენ ეტყვით შვილს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაგარი კალათბურთელი ან ყველაზე ჭკვიანი ბავშვია სკოლაში, ეს გაზვიადებული ქება ბავშვს უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს.

ფოკუსირება გააკეთეთ ძალისხმევაზე და არა უშუალოდ მიღწევაზე.

ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ მან ბევრი იშრომა, იწვალა მიზნამდე მისასვლელად და არ ფოკუსირდეთ მხოლოდ შედეგზე. ასე მიახვედრებთ ბავშვს, რომ თქვენ მის გაწეულ შრომასა და ძალისხმევას უფრო აფასებთ.

თუ თქვენ ორიენტირდებით მხოლოდ წარმატებულ შედეგზე, მან შეიძლება ასე გაიგოს, რომ ის ვალდებულია გაიმარჯვოს ყველა შემთხვევაში, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. რაც ნიშნავს, რომ ეს ვინმეს მოტყუების ან ზიანის მიყენების ხარჯზეც მოხდეს.

არ აფიქრებინოთ შვილს, რომ ის საჭირო და საუკეთესო მხოლოდ მაშინაა, როდესაც წარმატებულია – ეს მას ცხოვრებაში უკან დახევს.

4. „ყველაფერი კარგად იქნება“

როცა გინდა შვილის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება – ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის კარგად ვერ იქნება. თქვენ არ შეგიძლიათ აარიდოთ ბავშვს პრობლემები, ტრაგედიები.

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ასწავლეთ მას იყოს ძლიერი, რათა თვითონვე შეძლოს პრობლემის გამკლავება. დარწმუნდით, რომ თქვენ მას აძლევთ უნარს, გაუმკლავდეს ცხოვრებაში ყველანაირ გამოწვევას.

5. „დამშვიდდი“

ამ სიტყვით ბავშვს სიმშვიდისკენ ვერ მოუწოდებთ. დაეხმარეთ, თქვენს შვილს რომ გააცნობიეროს, რა ამშვიდებს, იქნება ეს ჰაერის ჩასუნთქვა, გასერინება თუ სხვა რამ. ასწავლეთ თქვენს შვილს, იპოვოს გზა, როგორ დაიმშვიდოს საკუთარი გონება და ასევე სხეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g