LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, საგარეო ვალი შემცირდეს, ანუ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ” – კობა გვენეტაძე

353
BeFunky-collage

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას” – ეკატერინე ტიკარაძე

“შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება” – ეკატერინე ტიკარაძე

“ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა” – ამირან გამყრელიძე

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

? გრიპის ვაქცინას მე და ჩემი ოჯახის წევრები 2011 წლიდან ვიკეთებთ. ამ საკითხზე ბევრი წამიკითხავს – სადაც და როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვუწევ პოპულარიზაციას ვაქცინაციას. ეს პოსტი 2018 წლის 23 სექტემბერს გამოვაქვეყნე. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი ვაქცინაციის სიკეთეში. თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, თუ 3 წელიწადში ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა.
? ვაქცინებმა ბევრი დაავადება დაამარცხეს, ბევრ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. საქართველოში ორშაბათს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება.
? თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, საგარეო ვალი შემცირდეს, ანუ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ – სხვანაირად ეკონომიკა გაჯანსაღებას ვერ დაიწყებს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები