LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა” – ამირან გამყრელიძე

127
dsdsdsdsdsdsds

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა აცრილ ადამიანს ცნობა გადაეცემა.

ცნობა ორენოვანი იქნება.

“ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა. ესაა ორენოვანი ცნობა. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებულიამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი.”- განაცხადა გამყრელიძემ.

სად უნდა დარეგისტრირდეთ, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება გსურთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები