LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად უნდა დარეგისტრირდეთ, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება გსურთ

230
covid-19-vaccination-efforts

საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დღეს შემოვიდა.

პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს, 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციისთვის სასურველი დრო და ადგილი დაჯავშნოს.

“შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება” – ეკატერინე ტიკარაძე

„შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება. დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს საშუალება მიეცემა, დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ მათთან გვექნება ყოველდღიურ რეჟიში უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ, ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში დადგეს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

საიტზე შესვლის შემდეგ უნდა მიუთითოთ საცხოვრებელი ადგილი და მისამართის მიხედვით აირჩიოთ ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის ჩატარებაა შესაძლებელი. თავდაპირველად საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ.

ვაქცინა საქართველოშია: ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები