LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა საქართველოშია: ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

137
160092211-3652342354863198-3043724722383398368-o

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო, რომელიც AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული.

„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან უნდა დაიწყოს. აცრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაკეთდება.

გეგმის მიხედვით, სამედიცინო სფეროს 57 ათასი წარმომადგენელი ქვეყანაში მარტის ბოლომდე უკვე აცრილი უნდა იყოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g