LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხელის გადაგრეხით შეეცდებიან, ძალით გაათრიონ თავიანთი ყურმოჭრილი მოსამართლეები, ამას მოჰყვება უმწვავესი პროტესტი, მისი ყველა გამოვლინებით: გოცირიძე

56
რომან გოცირიძე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების მცდელობას ოპოზიცია კვლავ აქტიურად აპროტესტებს.

გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, დღეს კი გარკვეული პარტიის წარმომადგენლები პროტესტის უკიურეს ფორმებზე საუბრობენ, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი პროცესს არ შეწყვეტს.

როგორც “ფორტუნას” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ უთხრა, იმ შემთხვევაში, “თუ შეეცდებიან, ძალით გაათრიონ თავიანთი ყურმოჭრილი მოსამართლეები, ამას მოჰყვება უმწვავესი პროტესტი, მისი ყველა გამოვლინებით.”

“ეს არის პრინციპული საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ პროცესს არ შეწყვეტენ, ეს იქნება სრული იგნორირება, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი პოლიტიკური პარტიებისა და მთელი საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების. ჩვენ მათი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების.

თუ ხელის გადაგრეხით შეეცადნენ, რომ ძალით გაათრიონ თავიანთი ყურმოჭრილი მოსამართლეები, ამას მოჰყვება უმწვავესი პროტესტი, მისი ყველა გამოვლინებით.

ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა და შემდეგ სწორედ ამან გამოიწვია “ქართული ოცნების” შუაში გახლეჩა და უამრავმა დეპუტატმა პარტია დატოვა. შემდეგ ამას მოჰყვა ქუჩის აქციები – მაშინ გვახსოვს, როდესაც 10 მოსამართლე წარმოადგინეს, თუმცა შემდეგ კი შემოაბრუნეს 5 და ნაწილობრივ გაიყვანეს ის ადამიანები, ვინც სურდათ, მაგრამ ამან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დააჩქარა.

ამიტომ, ამ პროცეს საზოგადოების მხრიდან ძალიან მწვავე რეაგირება ექნება.” – განუცხადა “ფორტუნას” რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომიტეტის მთავარი თემა იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა საქართველოს პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები