მინდა, ბიძინას ვუთხრა, არ ვიცი სად არის, გამოუშვას მიშა სააკაშვილი იმიტომ, რომ მიზანმიმართულად კლავენ, – ამის შესახებ მომღერალმა და ენმ-ს სიით პარლამენტის წევრმა ბუბა კიკაბიძემ გადაცემაში “სხვა ნანუკას შოუ” განაცხადა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით მიმართა.
“თუ გამოუშვებს, მაგის შვილიშვილებს ეტყვიან მადლობას მერე. ეს არის ჩემი თხოვნა, “ბაკლანებთან“ ლაპარაკს არ აქვს აზრი იმიტომ, რომ მაგათი დირექტორია ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი. ეგ არის. თუ ჩააკვდათ ხელში, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს.
ჩვენი სირცხვილი იქნება, რამე რომ მოხდეს. ამას ერი ვერ ჩამოირეცხავს რამდენიმე საუკუნე, ისტორიაში შევა ეს ამბავი. ძლივს გაგვიჩნდა ნამდვილი პოლიტიკოსი, ერთი.
საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და ცოტა გამოაცოცხლონ, არაფერი არ უნდა იმ კაცს, ნუ ეშინიათ. ამათ ეშინიათ მაგისი გაშვება“, – განაცხადა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.
მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს
სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე