LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას არ მოგაკვლევინებთ, სიტუაცია ზეკრიტიკულია – რა გეგმა აქვთ სააკაშვილის ძმებს

185
სააკაშვილის ძმები

მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს – საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი ხვალიდან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.

დავით სააკაშვილის თქმით, ოჯახის სურვილია, ილია მეორეს შეხვდნენ და მათი ძმის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწვდონ ინფორმაცია.

„მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი, თითოეული ადამიანის დუმილი ნიშნავს მის მკვლელობაში მონაწილეობას, მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ, “- განაცხადა დავით სააკაშვილმა.

დავით სააკაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„სიტუაცია ზეკრიტიკულია, იღებს მხოლოდ წყალს“ – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

„ჩვენს გეგმას რაც შეეხება, დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, საპატრიარქოსთან და გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ დღეებში გავახმოვანებთ.

ახლა მე დღეს არავითარი გრძელვადიანი გეგმა არ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ დავიწყებთ უწყვეტ აქციებსაც, რათა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. ეგ არის გამორიცხული, რადგან მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი არის მის მკვლელობაში მონაწილეობა.

ყველას მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ამასთან სააკაშვილების თქმით, ხელისუფლების ქილიკი ამორალურია. ისინი მზად არიან, საქმეში საერთაშორისო მედიკოსები ჩაერთვნენ.

კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე

შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლებაც, თუ განკურნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს – ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე

magti 5g