დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებულია.
„თუ კიდევ რამე განსაკუთრებული მუტაცია არ განიცადა და არ იქცა ძალიან ვერაგ შტამად, ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებულია.
ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არის ხოლმე ორი-სამი წელი, ისინი სუსტდებიან და იქცევიან ენდემიურ ვირუსებად. ამ ტიპის ტენდენცია ჩანს, მაგრამ მედიცინაში პროგნოზი ძალიან რთულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
