პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ვიცე სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ აქვს.
„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არა ერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
