LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კოვიდი გადაიტანეთ, საქართველოს 2 კურორტზე ძალების აღდგენაში დაგეხმარებიან

214
ipiccy-image

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კოვიდინფიცირების ისევ საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია, ბუნებრივია, აქტუალურია საკითხი, სად დავისვენოთ, ან ვიმკურნალოთ მას შემდეგ, თუ კოვიდის გადატანა მოგვიწევს.

ბოლო პერიოდში, პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ საქართველოში 2 კურორტზე უკვე ამოქმედდა პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა.

პირველი კურორტი, რომელმაც ეს პროგრამა აამუშავა – ნუნისია. აქ პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას ეყრდნობა. პროგრამას პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უძღვება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს, რომელიც 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობისაა. პაციენტები საცხოვრებლითა და სამჯერადი ჯანსაღი კვებით არიან უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ პირველი პაციენტები ნუნისმა მარტის დასაწყისში მიიღო. არსებული ინფორმაციით, ერთკვირიანი კურსის ღირებულება ერთი ადამიანისთვის, განთავსების, სამედიცინო ნაწილისა და კვების ჩათვლით 700-დან 800 ლარამდე ჯდება.

ცნობისთვის, Nunisi Forest Hotel and Spa – სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში. სამკურნალო წყლით ოდითგანვე განთქმული ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი არსებობს 1856 წლიდან.

რაც შეეხება მეორე კურორტს, სადაც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამები ამოქმედდა – ბორჯომია. კერძოდ, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები  წარადგინა.

„ბორჯომი ლიკანის“ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღიდგინონ ძალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g