LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ლეპტოპზე ერთხელ მაინც გადაგსხმიათ წყალი, ეს უნდა იცოდეთ

395
lenovo (1)

რა დროს ატარებთ ნოუთბუქთან, პლანშეტთან? – ამ შეკითხვაზე თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, გიპასუხებთ, რომ კომპიუტერი მათი ყოველდღიურობის განსაკუთრებული და უცვლელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიას წარმოადგენთ ან ხართ თუ არა დასაქმებული. ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანი ტექნიკას სხვადასხვა მიზნით იყენებს: სამუშაოდ, განათლების მისაღებად, საკომუნიკაციოდ, გასართობად, განსატვირთად და ა.შ.

რატომ აქვს თანამედროვე ადამიანს ამოუწურავი შესაძლებლობები – იმიტომ, რომ მას აქვს კომპიუტერი. თუ ამ მოსაზრებას ეთანხმებით, თქვენთვის ნოუთბუქის შერჩევის პროცესიც მნიშვნელოვანი იქნება.

ადამიანთა უმრავლესობა პერსონალური კომპიუტერის ყიდვისას, სხვადასხვა გზას ირჩევს: ითვალისწინებს ნაცნობების რჩევებს და სთხოვს მათ დახმარებას, საკუთარი ძალებით ცდილობს საუკეთესო ნოუთბუქის არჩევას ან მიდის მაღაზიაში და კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში, კონსულტანტის აზრს ეყრდნობა.

მომხმარებელთა ფართო სპექტრის მიუხედავად, თითქმის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანი და გამძლეა მოწყობილობა და რა მომსახურება შედის გარანტიაში. თუმცა, თუ ეკრანის დამცავებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საშუალებებს არ იყენებთ, თქვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს დამატებითი გარანტია, შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი, რომელსაც საქართველოში კომპანია Lenovo  სთავაზობს მომხმარებელს.

პოპულარული ტელეწამყვანი ანა კოშაძე ნოუთბუქების გამოყენების საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება და ამბობს, რომ კომპიუტერული ტექნიკა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ანა ნოუთბუქის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას სიმსუბუქესა და დიზაინს უთმობს.

„ნოუთბუქს, ძირითადად, სამსახურში და სწავლის დროს ვიყენებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მსუბუქი იყოს, რადგან ტარება ხშირად მიწევს. ყურადღებას ვაქცევ დიზაინსაც. განსაკუთრებული მონაცემების კომპიუტერი არ მჭირდება, რადგან ძირითადად, საოფისე პროგრამებს და ინტერნეტს ვიყენებ, ამიტომ გარეგნული მხარე უფრო მნიშვნელოვანია“, – გვიყვება ანა კოშაძე.

როგორც ანა ამბობს, შერჩევისას, მისთვის მთავარი ხარისხი და გარანტიასთან დაკავშირებული საკითხებია.

„რამდენიმე თვის წინ სრულიად მოულოდნელად ჩემს ლეპტოპს წყალი გადავასხი. ძალიან ვინერვიულე, რადგან ვიცოდი, რომ მსგავსი შემთხვევითი დაზიანების შეკეთება სტანდარტულ საგარანტიო მომსახურებაში არ შედიოდა. აღელვებულმა დავიწყე ხელოსნის ძებნა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ხელოსანმა მირჩია, რომ ახალი ნაწილების შეძენა და შეკეთება იმდენად დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული, ჯობდა, ახალი მეყიდა. მომსახურების თანხა, რა თქმა უნდა, გადავიხადე, დავკარგე დროც, ამ ხნის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერიც არ მქონდა.

ახალი ნოუთბუქის ყიდვა გადავწყვიტე. მაღაზიაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ Lenovo-ს ნოუთბუქის შეძენის შემთხვევაში, არსებობს ADP სერვისი, რომელიც ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების ჩამონათვალს ითვალისწინებს, როგორიცაა მოწყობილობის ვარდნა, ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა, კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა.

თუ მომავალში მსგავსი ისევ განმეორდება, შემთხვევითი დაზიანების დროს, ADP სერვისით ბევრი რამ გამიმარტივდება: აღარ მომიწევს ხელოსნის ძებნა, დიდი თანხის გადახდა ან ახალი მოწყობილობის შეძენა, დავზოგავ გაუთვალისწინებელ დანახარჯებს და რაც მთავარია, თავს მშვიდად ვიგრძნობ. Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში პროფესიონალი ტექნიკოსები დამეხმარებიან და სერტიფიცირებულ ნაწილებს დამიყენებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ დაექვემდებარება, ახალ ნივთს გამომატანენ“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ანა კოშაძე ტექნიკის მოყვარულებს ურჩევს, ახლად შეძენილი ნივთი დამატებითი გარანტიით „დააზღვიონ“ და ამით თავიდან აიცილონ შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დისკომფორტი, ზედმეტი დანახარჯები, რომ მოწყობილობამ დიდხანს, გამართულად და ხარისხიანად იმუშაოს.

როგორ „დავაზღვიოთ“ დამატებითი გარანტიით ლეპტოპი/პლანშეტი?

კომპანია Lenovo მომხმარებელს სთავაზობს დამატებით საგარანტიო მომსახურებას –  შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას (ADP _Accidental Damage Protection). აღნიშნული გარანტიის (ADP) შეძენა შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას კომპანიის ავტორიზებულ პარტნიორთან – „ალტა“. 1 წლიანი საგარანტიო მომსახურების ფასი 119 ლარიდან იწყება.

გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელსაც Lenovo-ს დამატებითი საგარანტიო სერვისი ითვალისწინებს:

  • მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან)
  • ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება
  • LCD ეკრანის გაბზარვა
  • კლავიატურაზე ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხა.

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი – ADP – Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში, მაღალპროფესიონალი და გამოცდილი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილებით ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ კი მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები