პლანეტის ერთ ადგილას ადამიანს შეუძლია დღეში იმდენი გამოიმუშავოს, რასაც მეორე ადამიანი – დედამიწის სხვა ნაწილში, მთელი თვის განმავლობაში ვერ იშოვის. ეს არის სოციალური დიფერენციაცია, რომელსაც, ცხადია, ხელფასების ოდენობა განსაზღვრავს.
ბოლო პერიოდში, ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ქვეყნების დადგენა გართულებულია რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში, ბევრ ქვეყანაში არ არსებობს „მინიმალური ხელფასის“ მსგავსი რამ, რის შედეგადაც ძნელია იპოვოთ ისეთი ბაზა, სადაც ხელფასების სტატისტიკაა ასახული. ამასთან, განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, ხელფასის დადგენისას ისინი არ გამომდინარეობენ ყოველთიური ხელფასისგან – ანაზღაურება ხდება საათობრივად, სხვადასხვა ქვეყნებში კი სამუშაო საათების რაოდენობა განსხვავებულია -ამიტომ საშუალო ხელფასის დადგენა რთულია.
მიუხედავად, ამ სირთულეებისა, მაინც არსებობს მსოფლიოში ქვეყანები, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება დათვლილია და ამ მაჩვენებლით, ეს სახელმწიფოები დასაქმებულთა საოცნებო სამუშაო ადგილს წარმოადგენენ.
მაშ ასე, ქვეყნების 10-ეული, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ასეთია:
დიდი ბრიტანეთი – თვეში -$2 781
ბელგია -$3 075
ირლანდია – $3 303
კანადა – $3 550
ფინეთი – $3 866
აშშ -$3 920
გერმანია – $4 272
ნორვეგია -$5 027
დანია – $5 741
შვეიცარია – $6 500