LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანა მასზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას უკავშირდება, ეს დარღვევაა – ევა გოცირიძე

61

„თუკი მისი საპატიმროდან გაყვანა მასზე ზეწოლის განხორციელების მცდელობას უკავშირდება, ეს მართლაც არის დარღვევა,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მრჩეველმა, ევა გოცირიძემ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მიმაჩნია, რომ თუკი იგი მართლაც გაყვანილი იქნა სხვა მიზნით და მისი საპატიმროდან გაყვანა უკავშირდებოდა ზეწოლის განხორციელების მცდელობას, ეს მართლაც არის დარღვევა. თუმცა ის, რომ მე-18 მუხლი დარღვეულად სცნო სასამართლომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი პატიმრობა იყო უკანონო,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g