LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მესიზმრება არავინ გამაღვიძოთ“ – რა კადრებს გვიზიარებს ია სუხიტაშვილი „ვენეციის კინოფესტივალიდან”

459
fb7c1c88-f9ab-4dcf-b904-c2becc57f82a

ვენეციის კინოფესტივალზე” ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის „აპრილი“ წარმატებულ პრემიერას სოციალურ ქსელში ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ის სუხიტაშვილი ეხმაურება.

სუხიტაშვილი კახა კინწურაშვილთან და მერაბ ნინიძესთან ერთად გადაღებულ კადრს გვიზიარებს და წერს:

„ვენეცია, ფილმი „აპრილი“, დეა, მე, კახა, მერაბი და საოცარი შეგრძნება, თუ მესიზმრება არავინ გამაღვიძოთ,“ – წერს ია სუხიტაშვილი.

ცნობისთვის, ვე­ნე­ცი­ის რი­გით 81-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი მთა­ვარ კონ­კურ­სშია წარ­დგე­ნი­ლი, სა­დაც დეას გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პედ­რო ალ­მო­დო­ვა­რი, ლუკა გუ­ა­და­ნი­ნო და სხვე­ბი.

ფოტო: ქართველმა კინოვარსკვლავებმა კახა კინწურაშვილმა, ია სუხიტაშვილმა მერაბ ნინიძემ და სხვებმა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს

რაც შეეხება ფილმის სინოფსისს, სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება , რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.

ახლახან ფილმს არაერთი გავლენიანი გამოცემა ვრცელი რეცენზიებით გამოეხმაურა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კულუმბეგაშვილი კარგად აჩვენებს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ის აბორტთან დაკავშირებულ სტიგმებს და პრობლემებსაც ეხება.

გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.

ვენეციის პრემიერის შემდეგ „აპრილი” აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას გააგრძელებს და ნიუ იორკში, ტორონტოს კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g