LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მევახშე თანხას ნასყიდობის ხელშეკრულებით გასესხებთ, შესაძლოა, უძრავი ქონება წაგართვათ – იურისტის რჩევები

19
იპოთეკა

დღევანდელი გადაცემა მევახშეების მიერ ქონების დაყადაღების ფაქტებს ეხება. ამ საკითხზე ინფორმაცია მშენებლობით, იპოთეკით  მევახშეებისგან დაზარალებულთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგა წულეისკირი გვესაუბრება, რომელმაც ამ თემაზე ადრეც გვესაუბრა, ახლა კი მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მსგავსი შემთხვევები მზარდია და მთავარი პრობლემა ისევ სასესხო ხელშეკრულებაა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რატომ არ გამოიღო შედეგი იმ რეგულაციებმა, რაც ამ სფეროში მოხდა, რესპონდენტი გვპასუხობს: 

“მევახშეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ახალი რეგულაციების თანახმად, ფიზიკურ პირს მეორე ფიზიკური პირის იპოთეკით დატვირთვის უფლება არ აქვს. ეს თითქოს ამ ინსტიტუციის დასანგრევად შემოიღეს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერმა ჩრდილოვან ნაწილში გადაინაცვლა.

თუ ეს სასესხო ხელშეკრულება კი არა, ნასყიდობის ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, დოკუმენტში სიტყვა სესხი , პროცენტი არაა ნახსენები. საერთოდ, მევახშეების ორი კატეგორია არსებობს, ერთი, რომელიც ბინას თანხის დაბრუნების შემდეგ ისევ უკან უბრუნებს მოქალაქეს და მეორე – რომელიც უძრავი ქონების დაბრუნებაზე უარს ამბობს. განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულებას უნდა მივაქციოთ, რომელიც ხშირად თავიდანვე თაღლითურია. ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ . როგორც წესი საგამოძიებო უწყებებს რომ მიმართავენ, ისინი  სასამართლოში ამისამართებენ, როგორც სამოქალაქო დავას. სინამდვილეში, შეიძლება ასეთ დროს სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას”.

რა არის ის მთავარი რჩევა ან რეკომენდაცია, რასაც გიგა წულეისკირი მოქალაქეებს აძლევს: 

“პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება ხელშეკრულებას. მისი გაფორმება უნდა მოხდეს იმაზე, რა საკითხზეც სესხს იღებთ. ანუ დოკუმენტში უნდა ეწეროს სესხი, პროცენტი…. მაგრამ თ თქვენ თვალთმაქცური ხელშეკრულება უკვე გააფორმეთ, დავა სისხლის სამართლის მუხლით უნდა დაიწყონ, ეს სამოქალაქო დავა არ არის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g