LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ – რაც შეეხება მოსკოვში წასვლას, ადრეც დავდიოდი და კითხვები რომ ჰქონოდა, მკითხავდა“ – მეუფე ნიკოლოზი

175
fot (1)

„თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ“, – ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

„ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება” – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს.

ეკა სეფაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი თუ მიდის რუსეთში, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის რაღაც დანაბარების გადასაცემად მიდის

„უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g