LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მომღერალი ხარ, იმღერე, რა შენი საქმეა „ნატო“ და პოლიტიკა?! –  პესკოვი პუტინის მოწინააღმდეგე არტისტებზე

511
peskov

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბელორუსულ არხზე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც რუსეთიდან წასულ ვარსკვლავებზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი არა მოღალატეები, არამედ შეშინებულები არიან.

„ურგანტი, პუგაჩოვა, სხვები, ისინი ხომ არ არიან მტრები, უბრალოდ შეეშინდათ, აიღეს ხანგრძლივი შვებულება. ჩემი აზრი მაინც ასეთია, თუ მომღერალი ხარ, იმღერე, რა შენი საქმეა „ნატო“ და პოლიტიკა“, – განაცხადა პესკოვმა არტისტებზე საუბრისას. ლავროვმა ივან ურგანტიც შეაქო, თქვა, რომ მას დიდი ხანია იცნობს და თვლის, რომ პატრიოტია. პესკოვის თქმით, ურგანტმა საკუთარი აზრი საჯაროდ პირდაპირ ეთერში არ დააფიქსირა, რაც კარგია.

ამერიკელების მიზანია, გაანადგურონ რუსეთი, ეს ნორმალურია?! –  პესკოვს ცინიკურ განცხადებებში ცოლმა, ტატიანა ნავკამ გადაუსწრო

ივან ურგანტი ყველა არხსა და რეკლამაში დაბლოკეს  – წამყვანის  „განეიტრალება“ თინა კანდელაკს დაევალა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები