თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას შედეგები მოჰყვება – ამის შესახებ BBC წერს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამ გზავნილით, რუსეთს აფრთხილებს.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ”თუ ბატონი ნავალნი დაიღუპება, ამას შედეგებს მოჰყვება” და რუსეთი ”საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს”.
ამასთან, სალივანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
Mr. Navalny should be immediately released, and the perpetrators of the outrageous attack on his life must be held accountable. The Kremlin’s attacks on Mr. Navalny are not just a violation of human rights, but an affront to the Russian people who want their voices heard.
— Jake Sullivan (@jakejsullivan) January 17, 2021
„ბატონი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. კრემლის თავდასხმები ბატონ ნავალნიზე არის არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, მათი ხმა გაიგონ,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.