„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი იმ ვარიანტს განიხილავს, თუ პოლიცია ნიკა მელიას დაჭერას გადაწყვეტს.
„სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება“. – აცხადებს უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ასე მარტივად საქმე არაა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავების იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ .
ელისაშვილი მზადაა, მელიას გირაოსთვის თავისი ხელფასი გადარიცხოს
