LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს – იმდენად შეერყა რეპუტაცია, „ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით?“ – იაგო ხვიჩია

196
იაგო და ღარიბა

„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს, რომ ხარჯები დააბალანსოს“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, რომ „მაშინ, როდესაც  წესებს მოსახლეობის წინაშე ყოველდღე არღვევენ, უმნიშვნელოა „ქართული ოცნების“ დარღვევებზე აპელირება, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით კატაობენ“.

მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიციას პრემიერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არ შეუერთდებიან, რადგან „ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული“:

„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებასა და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეძლებს, რასაც 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ პრემიერის იმპიჩმენტს, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერ-მინისტრს ოპოზიცია ვერ ინატრებს – პრემიერმა სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან ვიზიტის დროს წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ და თქვან, რომ მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა?

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ძველი სკანდალები მოსდევს, ასევე ახალიც, მისი ბოლო პერიოდის პოლიტიკაც დასავლური ცივილიზაციისგან დისტანცირებაზეა დაკავშირებული.

ხაბეიშვილი: „ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა იყოს დაკავებული“

„ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული. ამას დაემატა ის, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით დადის დასავლეთში ოჯახურ საქმეებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს პრემიერი, იმდენად შეერყა რეპუტაცია, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით? ეს თანამდებობა ხომ „ქართული ოცნების“ არის? „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა ვუთხრათ, უკეთესი პრემიერი დანიშნეო? პირობითად, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, კუჭავა რომ დანიშნონ პრემიერად?“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, რამდენად ხედავს საგამოძიებო უწყებების ჩართვის საჭიროებას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენა.

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ერთი საკითხია ის, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება, ხოლო მეორე საკითხია ის, თუ ვის ვთხოვთ გამოძიების დაწყებას“.

„ქართულ ოცნებას“ ვთხოვთ საკუთარ პრემიერზე დაიწყოს გამოძიება?! ამ ხალხთან მექნებოდა კითხვა, ვისი გჯერათ? რომელი ინსტიტუტიაა, რომლისაც გჯერათ? სწორი რეაგირება იქნება ის, რომ დავიმახსოვროთ ეს ამბავი და დავიწყოთ მომზადება იმისთვის, თუ როგორ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“ მთლიანად.

„ლელო“ინდივიდუალურ ინიციატივას აყენებს, რომელზედაც თვითონვე იციან, რომ პრემიერის გამარჯვებით დამთავრდება, „ქოცები“ არ გადააყენებენ და წაგებულ თამაშში რატომ მიმათრევ?!

„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია დახარჯოს, მაგალითად იმ მიმართულებით, რომ ოპოზიციამ რაიმე მოიფიქროს, როგორ წარმოუდგენია ქვეყანა „ქოცების“ შემდეგ, როგორ დალაგდნენ ერთმანეთში, ბოლოს და ბოლოს პურმარილი მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს შეახვედროს, თუ „კაი“ საქმის გაკეთება უნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

არა ის, რომ ამას დაველაპარაკები და იმას, რომ პოლიტიკოსობენ რაღაცას. ფულის ხარჯვა დაიწყოს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს ჩამოყალიბდნენ, როგორი იქნება ქვეყანა „ქართული ოცნების“ შემდეგ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, ღარიბაშვილი ბევრად მეტს აშავებს როდესაც ქვეყანაშია და არა მაშინ, როდესაც ის „თვითმფრინავით დაკატაობს“:

„თვითმფრინავი გაფრინდა? – გაფრინდა, იყო შიგნით ღარიბაშვილი და მისი ოჯახი ? – იყო. ასევე, პირადი ვიზიტი იყო. ვისაც არ უნდა გადაეხადა თანხები, პირველი ვერსიით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდა, უფრო ნაკლები ფულის მითვისებაზე გვიზის თუ არა ციხეში ხალხი?

თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს, რომ ხარჯები დააბალანსოს. მაშინ, როდესაც ყოველდღე არღვევენ წესებს მოსახლეობის წინაშე, უმნიშვნელოა „ქართული ოცნების“ დარღვევებზე აპელირება, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით კატაობენ.

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

ნეტა მართლა მარტო თვითმფრინავით დაკატაობდეს ღარიბაშვილი მთელ სამყაროში და სხვას არაფერს აკეთებდეს, აქ რომ არის ბევრად მეტს აშავებს, ვიდრე იქ რომ დაფრინავს“. – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g