LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება: ოლაფ შოლცი

62
ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ პატივი სცეს საზღვრების მთლიანობას. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზღვრები ხელუხლებელი დარჩეს“, – განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ. სააგენტო Reuters-მა აშშ-ის კონგრესზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს.