LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთმა გადაწყვიტა გააღრმავოს კავშირები ჩვენს ქვეყანასთან, ამას საქართველოს ხელისუფლება შეხვდება გაშლილი ხელით: სალომე სამადაშვილი

167
Capture

„ვხედავთ რომ საქართველო დღითი დღე უახლოვდება რუსეთს“, – ამის შესახებ ლელოს წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

სამადაშვილი ფიქრობს, რომ სახეზეა საქართველოს ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად  მოხსნილია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, ლტოლვილების და ჩვენი ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ვფიქრობ ამჯერად რუსეთმა გადაწყვიტა რბილი ძალის ბერკეტების ამუშავებით გააღრმაოს კავშირები ჩვენს ქვეყანასთან. ამას საქართველოს ხელისუფლება შეხვდება გაშლილი ხელით, ისევე როგორც მიეგება ასობით ათას რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოტენციურად ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოაშორა დასავლურ ორბიტას, ვხედავთ, რომ დღითი დღე უახლოვდება რუსეთს. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ გასული 10 წლის მანძილზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ სტაბილური კავშირების არსებობა სრულად პასუხობს რუსეთისა და საქართველოს ხალხის ინტერესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g