„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ,“ – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ხვიჩია, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
„ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე.
არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათჯერ და მეტჯერ როცა იტყვი, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამავე თემაზე:
პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში, დაპატიმრების არ მეშინია – მიხეილ სააკაშვილი