LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: „ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო

51
ოცნება და მიშა

„ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ამბობს, რომ თემის კომენტირება არ ღირს.

„მგონი, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. „ლელო“ არ აპირებს, ამ სახის თემებს აყვეს და გაყვეს. ჩვენი ამოცანაა, ამომრჩევლის მობილიზება. ეს განცხადებები ახალი არ არის.

„ქართული ოცნების“ მიკვირს, მიხეილ სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, რომ კი, ბატონო, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო?

ის ხომ გასამართელებულია და ხელისუფლების ვალია, ყველა გასამართლებული პირი იყოს ციხეში. თუ ამბობს, ჩამოვდივარო, უნდა ჰკითხონ, სად ხარ, ჩამოგიყვანოთ, რომ ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და შემდეგ სხვა პოლიტიკური ამბავი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში, დაპატიმრების არ მეშინია – მიხეილ სააკაშვილი

მდინარაძე სააკაშვილზე: ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ გონია პრემიერი

კალაძე სააკაშვილზე – ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები