LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველოს მტკიცებულებები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ – კულება უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე

305
BeFunky-collage (4)

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ „რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის“, განმარტებას აკეთებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ დმიტრო კულებამ მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში საქართველოს დასჯა არ გამორიცხა.

“ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოს მხრიდან რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, – განაცხადა კულებამ.

თუ მტკიცებულება ვერ იქნება, მტკიცებულება ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს – სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გავლით დიდი ხნის წინ შეეცდებოდა.

იმედი მაქვს გაუგებრობაა – რიტორიკაა ხანდახან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ცუდი, რომ ჩვენს მიმართ ჩნდება უსამართლო ბრალდებები : თორნიკე შარაშენიძე უკრაინის დაზვერვაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები