LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სასამართლოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ჩვენ მიმართ კითხვები ექნება, მზად ვართ ვუპასუხოთ: “ვივამედის” დირექტორი

106
image_2022-08-29_094102989

კლინიკა “ვივამედის” დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით დღეს ჩამოსული საერთაშორისო დონის ექსპერტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას დადებენ.

კლინიკის ხელმძღვანელის იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკა სწორედ ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით დაიდება.

„მდგომარეობის გრადაცია, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და ყველაფერი იმედი მაქვს, რომ დაიდება საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით. ჩვენი მიზანი არის ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე ,არის თუ არა მზად ჩხაიძე სასამართლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდოს, მისი თქმით, კლინიკის ადმინისტრაცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ თუ სასამართლოს ექნება კითხვები ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ, მზად ვართ ვუპასუხოთ ამ კითხვებს, იქნება ეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ სხვა“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში” ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მივიდა. მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g