აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია, ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
როგორც ის განმარტავს, თუკი, შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ან არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას აიღებს.
“ჩვენი გუნდის პოზიცია მე მგონი, საკმაოდ გასაგებია. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია. ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე ფუნდამენტურ ცვლილელბას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მგონი, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და გამთენიისას თბილისის სხვადასხვა წერტილებში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება და იქნება მკაცრი. ასევე, გამოძიება მოხდება შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებისა. გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია. მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდება და თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს, ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ან არაპროპორციული ძალის გამოყენების. ამაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს, თუმცა, მანამდე ეს უნდა დადასტურდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.