„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, „მიუ“ არის კორონავირუსის ყველზე მსუბუქი მუტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აკეთებს.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
მისი თქმით, შესაძლოა „მიუ“ შტამის გავრცელება საქართველოშიც მოხდეს.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება.თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.