LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სიტის ფეხბურთელი ხარ: რამდენია პრემიერლიგაში საშუალო ხელფასი

106
GettyImages-1138260594

ინგლისის პრემიერლიგის საშუალო ხელფასმა პირველად გადააჭარბა წლიურ 3.5 მლნ ევროს.
ამის შესახებ The Guardian იუწყება, რომელიც Global Sports-ის სახელფასო მიმოხილვის ბოლო ვერსიას დაეყრდნო.

ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის საშუალო ხელფასი 71.5 ათასი ევროა კვირაში. ეს ციფრი ორ წელიწადში 11.7 ათასით გაიზარდა.

„სიტის“ ფეხბურთელები საშუალოდ 8.1 მლნ ევროს შოულობენ წელიწადში ბონუსების ჩაუთვლელად. ინგლისში შეიხები ყველაზე მეტს იხდიან.

ყველაზე მეტს კი მსოფლოში „ბარსელონას“ ფეხბურთელები აკეთებენ, მეორეზე მადრიდის „რეალისტები“ არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები