თუ ამ ქალაქში სიყვარულისთვის ილოცებთ, დიდი შანსია რომ სურვილი აგისრულდეთ. ყოველ წელს რვა მილიონამდე ადამიანი ამ ზღვისპირა ქალაქს ბედის საპოვნელად, ურთიერთობების დასალაგებლად და საინტერესო ცერემონიებისთვის მიმართავს.
„ბონ ვოიაჟი” იაპონიის ქალაქ იზუმუზე გიამბობთ:

ქალაქი იზუმუ იაპონიაში მდებარეობს. ამ ქალაქის კავშირი გულის სწორის პოვნასთან აეროპორტის სახელწოდებიდანვე ნათელია. „Izumo Enmusubi Airport “ ასე ჰქვია მას და თარგმანში კავშირების დამყარებას ნიშნავს. აღსანიშნავია,რომ ურთიერთობებში აქ არა მხოლოდ სასიყვარულო,არამედ ყველა სახის ურთიერთობებს მოისაზრებენ. ქალაქი ითვლება ქვეყნის უძველეს სალოცავად, რომელიც ეძღვნება ღმერთ ოკუნინუშის, რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც იაპონიის შემოქმედს.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ის არის ღმერთი, რომელიც მართავს ისეთ რაღაცებს, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, როგორიცაა ბედი, სიყვარული და ურთიერთობები და ასე შემდეგ.
სწორედ ამიტომ ეს დანიშნულება 90-იანი წლებიდან ერთ ერთ ყველაზე დიდი ძალისა და გავლენის მქონე ლოკაციად იქცა ვიზიტორებს შორის.

ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმული ქალაქი, როგორც ამბობენ, ფლობს იღბლის, უკეთესი ჯანმრთელობისა და სიყვარულის განსაკუთრებულ ძალას. ამ სტატუსმა 2023 წელს ქალაქ იზუმუს 7 მილიონზე მეტი ტურისტი მოუზიდა. ბევრმა წყვილმა კი სწორედ ამ სალოცავში იქორწინა.
რა თქმა უნდა, ყველა, ვინც იზუმოს სტუმრობს, ამას სიყვარულის ძიებისთვის არ აკეთებს, მაგრამ მაჭანკლობასთან დაკავშირებული აქტივობები აქ საკმაოდ ბევრი დაგხვდებათ. ამის გათვალისწინებით, ტურისტულმა სააგენტოებმა შეადგინეს ღირსშესანიშნაობების მარშრუტები, რომლებიც ორიენტირებულია რომანტიკული ადგილების მონახულებაზე იზუმოში.ყველაზე მეტი ასეთი მიმართულება სანინის რეგიონშია იაეგაკის სალოცავიდან, სადაც მომცრო ტბაში დაცურავს რომანტიკული გემი თავისი ბრინჯაოს კავშირების შეკვრის ზარით აღჭურვილი და მატარებლის სადგურიც კი რომანტიკულ ვარდისფერ ფერადაა შეღებილი და მორთულია გულებით. სხვათა შორის ნაკლებად მონახულებადი,მაგრამ ასევე ე.წ. მედლის მეორე მხარე იზუმუს უმის სალოცავია, სადაც პირიქით ურთიერთობების გაწყვეტაზე ლოცულობენ.
ქალაქის გარემო ნამდვილად რომანტიკულია, ხშირად ქარიშხლიანი ზღვა და განსაცვიფრებელი მზის ჩასვლა აქაურობის მახასიათებელია. ნოემბერში იზუმუში საინტერესო ტრადიციული ღონისძიება იმართება,რომელიც იწყება ინასა-ნო-ჰამის სანაპიროზე მისალმების ცერემონიით. მზის ჩასვლისთანავე აანთებენ კოცონებს და მღვდლები ლოცვით მიუყვებიან სალოცავისკენ პროცესიას, ხოლო შეკრებილი საზოგადოებისგან მათ სახეებს თეთრი მატერიით მალავენ. ცერემონია საინტერესო სანახაობაა,რომელიც ასევე იაპონური კულტურის ნაწილია.
იზუმო ტაიშას სალოცავი ასევე ცნობილია იაპონიის ე.წ. წმინდა ჩალის თოკით,რომელიც გრეხილი თოკის სახითაა მიბმული ჭერზე და მასზე ბახრამებია დაკიდებული. ეს თოკი ქორწინებისა და ურთიერთობების სიწმინდის სიმბოლოა.

ასე რომ ამ საინტერესო ადგილის მონახულება ურთიერთობისთვის ლოცვის გარდა კულტურის, მომხიბლავი ბუნებისა და დაუვიწყარი თავგადასავლის აღმოჩენას გპირდებათ.