თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვაკანსიას აცხადებს. აეროპორტი სერვისის პერსონალის პოზიციაზე კვალიფიციურ კადრს ეძებს.
როგორც თბილისის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე დადებული ინფორმაციიდან ირკვევა, კანდიდატი შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;
**კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად.
„იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები”, – ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.