LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ ტემპებით გაგრძელდება, საქართველო ტურიზმის სექტორიდან 3 თვეში მინიმუმ 100 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს – ვახტანგ ჭარაია

188
1562771310-170395

„ტურიზმი არ უნდა იყოს ცალსახად ის დარგი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა უნდა გახდეს დამოკიდებული“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი პროგნოზით, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში შესაძლოა მინიმუმ 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღოს, ხოლო ყველაზე ოპტიმისტური სცენარის  შემთხვევაში 400-450 მილიონი აშშ დოლარი.

„ტურიზმი არ უნდა იყოს ცალსახად ის დარგი, როემელზეც საქართველოს ეკონომიკა უნდა გახდეს ისევ დამოკიდებული, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი ინფრასტრუქტურა რომელიც 9 მილიონ ვიზიტორზე იყო გათვლილი დღეს ფაქტობრივად უსაქმურად ელოდება ტურისტს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომ დასაქმდეს, იშოვოს შემოსავალი და გადაიხადოს გადასახადები, ამისთვის ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი გათვლებით თუ ამ ტემპებით წავა ყველაფერი როგორც მიდის, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი საქართველომ შემოსავლის სახით ტურიზმიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 მილიონი არ არის მინიმუმის შემთხვეში და ეს არ არის გრადიოზული თანხა, მაგრამ ათი ათასობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

ყველაზე კარგ შემთხვევაში, მომდევნო 3 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურიზმიდან შესაძლებელია 400-450 მილიონი აშშ დოლარი მივიღოთ“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან ამოქმედდება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g