რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჯანმრთელების პრობლემებმა, არ შეგაწუხოთ?
ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი მორიგ რჩევას გვიზიარებს და იმ პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში 50 წლის ასაკიდან:
„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი გული, ტვინი და ძვლები, მაშინ უნდა მიირთვა შემდეგი პროდუქტები:
ბროწეული, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით, და პოლიფენოლებით, რაც იცავს ჩვენს კუნთებს, არეგულირებს წნევას. მიიღეთ ბროწეულის წვენი, კვირაში ორჯერ, მითუმეტეს თუ გაქვთ რკინის ნაკლებობა.
ჩიას თესლი, რომელიც სავსეა ომეგა სამით და ანტიოქსიდანტებით. კარგია წონის დაკლებისთვის, გულისთვის. მიირთვით საუზმეზე. სამი თვის განმავლობაში მიღებული ჩიას თესლი, თქვენს ქოლესტერინს დაარეგულირებს. შეგიძლიათ ჩიას თესლი შეურიოთ მაწონში, იოგურტში, ნებისმიერ საკვებში ან თუნდაც წყალში და ისე მიიღოთ. გაუმჯობესდება თქვენი გულის ფუნქციებიც, ეს კვლევებით დამტკიცებულია. ჩია კარგია თვალის და კანის ჯანმრთელობისთვის.
ბროკოლი, რომელიც იცავს კიბოსგან ადამიანს. ის ეხმარება ჩვენს ღვიძლს, რომ მიღებული ტოქსინები ორგანიზმიდან გარეთ გამოვდევნოთ. მიირთვით ბროკოლი კვირაში ორჯერ.
ჭარხალი, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს კიბოსგან, ამცირებს კიბოს რისკს, ამიტომ მიირთვით ჭარხალი.
„ჩიქპი“ – ბარდის, მუხუდოსა და ოსპის ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში პროტეინის მოხვედრას. ხორცისმაგვარი პროტეინი შედის მასში, თუ ამ პროდუქტს მიირთმევთ, თქვენ ჩათვალეთ, რომ ხორცს ჩაანაცვლებთ. ის ადვილი მოსანელებელია და ძალიან კარგია კუნთებისთვის.
ავოკადო, რომელიც საუკეთესო ცხიმია. არ იწვევს ქოლესტერინს და რაც მთავარია, ახდენს ალცჰაიმერის პრევენციას. ავოკადოზე კარგი ცხიმი არ არსებობს. მიირთვით კვირაში 1 ავოკადო.
სელი და თევზი, ომეგა სამის ერთ-ერთი წყაროა. კერძებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სელის ზეთიც, რომელიც საუკეთესოა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის.
ჯანჯაფილის ჩაი, რომელიც არის ბუნებრივი სისხლის გამათხელებელი. მიიღეთ ჯანჯაფილის ჩაი დღეში ორჯერ. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რომ იყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი“- ამბობს არუნ ხათრი.
თუ თქვენ ხართ 50 წელზე მეტი ასაკის, ეს თქვენთვისაა
Posted by Arun khatri on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2024