LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება,  რეგულაციების დაწესება გარდაუვალი იქნება – ეპიდემიოლოგები

92
კორონა 44

მნიშვნელოვნად დამძიმებული ეპიდვითარება და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მოლოდინი – ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ფონზე სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია.

ამ ფაქტს მედიკოსები სკოლებისა და ბაღების გახსნის გამო მობილობის გაზრდას უკავშირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კვლავ დაბალი ტემპით გაგრძელდება და მოსახლოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ მკაცრი რეგულაციების დაწესება გარდაუვალი იქნება.

magti 5g