LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმე დიდი ქოციანობის დროს კომპეტენტური და წესიერი ყოფილა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გოჩა ლორთქიფანიძეა” – ნიკა გვარამია

312
BeFunky-collage (5)

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის სასამართლოს წევრად არჩევას სოციალურ ქსელში ულოცავს. გვარამია წერს, რომ ეს მიღწევა ქართველებისთვის საამაყო ფაქტია.

„ვულოცავ ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წევრად არჩევას, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა (მცდელობა ქონდა მინდია უგრეხელიძეს – მეორე, კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, ჰააგის გაეროს სასამართლოს წევრობაზე იყრიდა კენჭს და კუდით ქვა ასროლინეს).

ძალიან საამაყო ფაქტია, თავისთავად, და ასევე, თუ ვინმე დიდი ქოციანობის დროს კომპეტენტური და წესიერი ყოფილა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გოჩა ლორთქიფანიძეა. მის ნაცვლადაც მიხარია – გაასწრო აქედან და იუსტიციის უუფლებო მინისტრობას და ბიძინას სამსახურში ყოფნას, ქვეყნის სამსახურში გადაინაცვალა. წარმატებები,”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

"გოჩა ლორთქიფანიძე იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით" - გიორგი გახარია

"დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში."

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g