LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმემ უსამართლობა იწვნია ნაციონალური მმართველობის დროს, ვწუხვარ…”

87

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმიანება. დეპუტატმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ამასთან, აქციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს უპასუხა და აღნიშნავა, რომ მწუხარებას გამოთქვამს იმ ადამიანების გამო , ვინც მისი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდში უსამართლობა იწვნია.

“ზოგს დაუწერია, მაგალითად, ნარმანიას მოადგილეს, ნინა ხატისკაცს, ჩვენ ქმრებს რომ აკავებდნენ კარგი იყოო? ხოდა ნინა, ნინოებო ზოგადად, და სხვებო – მეუღლეებო, დედებო, დებო, ოჯახის წევრებო და მეგობრებო – თუ ვინმემ უსამართლობა იწვნია ჩემი პოლიტიკური გუნდის მმართველობის დროს, ვწუხვარ. ხოლო მათ კი, ვინც ბავშვებს ახრჩობდით პოლიტიკური ქულებისთვის, ბეიზბოლის “ბიტებით” დარბოდით, მოსკოვიდან ფულს იღებდით და სხვაგვარად ძირს უთხრიდით ქართული სახელმწიფოს იდეას, კვლავ გეტყვით, რომ თქვენ ქვეყნის სირცხვილი ხართ და უკლებლივ ყველა, აღმოჩნდებით პოლიტიკურ სანაგვეზე”, – წერს თინა ბოკუჩავა.

https://www.facebook.com/tina.bokuchava.5/posts/10155824605488410

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g